მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი: უკრაინამ მალე უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა

ზელენსკი ნატოზე და ევროკავშირზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს და აუცილებელია „შეხვედრებიდან უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე გადასვლა“. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ზელენსკიმ ამის შესახებ გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საფრანგეთში გამგზავრებამდე განაცხადა.

„ევროპის ლიდერებმა, მაკრონმა. მერკელმა, მიშელმა ბევრი რამ გააკეთეს. ისინი მხარს გვიჭერენ. თუ ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ევროპაში უსაფრთხოება უკრაინაზეა დამოკიდებული, და ჩვენ საკმაოდ მაღალ ფასს ვიხდით (უკვე 14 ათასამდე ადამიანია დაღუპული), მაშინ ჩვენ რაღაცა სტატუსი უნდა გვქონდეს. უკრაინა ნატოში და ევროკავშირში თავს სტუმრის სტატუსში არ უნდა გრძნობდეს. ჩვენ გვინდა იქ საკუთრი სრულფასოვანი სტატუსი გვქონდეს. ეს ნამდვილად დავიმსახურეთ“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპას და უკრაინას საერთო მომავალი აქვს და ეს კონკრეტული, ოფიციალური ხელშეკრულებებით უნდა იყოს გამტკიცებული.