მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალბათ არსებითი ცვლილებები საბოლოო დათვლის შემდეგ არ იქნება“- რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ეგზიტპოლების შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ეს საბოლოო შედეგები არ არის, გვიანი დროის შედეგებია, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, იმდენად დიდი ოდენობაა მოქცეული, უკვე ალბათ არსებითი ცვლილებები საბოლოო დათვლის შემდეგ არ იქნება.

„მე არ ვენდობი იმ კომპანიის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს, ვისაც წარსულში შეცდომა უფრო მეტი ჰქონდა დაშვებული, მაგალითად, როდესაც ერთი გამოკვლევის მონაცემი, საგრძნობლად განსხვავდება სხვა მონაცემისაგან.

საზოგადოება ხელმძღვანელობს არა მარტო გონებით, არამედ სურვილებითაც, მათ რაღაც ნაწილს პოლიტიკური სურვილები აქვს, მეორეს და მესამეს სხვა და ამ სურვილების ზემოქმედება ხშირად მოლოდინს განაპირობებს. დიდი ნაწილისთვის, მაგალითად „გორბის“ მიერ ნაჩვენები შედეგი გასაკვირი არ უნდა იყოს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.