მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო უბედურების ზონაშია! აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმება გამორიცხულია!“ - დემურ გიორხელიძე

ექსპერტი

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დემურ გიორხელიძე აშშ-რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებს სოციალური ქსელით ეხმაურება. 

ექსპერტის შეფასებით, ნათელია, რომ არცერთი მხარე არ აპირებს დათმობას, რის გამოც შეთანხმება გამორიცხულია და ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად დამარცხდება.

ამავდროულად, მისი თქმით, საქართველო არის საშიშ ზონაში და „მთავარია, რომ უბედურება არ მოხდეს“.

„ახლა უკვე სრულად ვარ ჩამოყალიბებული... რაღაც იმედი რჩებოდა, რომ საერთო ენა მოინახებოდა და შეთანხმება მოხდებოდა! არ მოხდება შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს შორის! გამორიცხულია! პოლიტიკა ერთი მხარისა გამორიცხავს შეთანხმებას!

მიზანი ცნობილია: რუსეთის საზღვრის გასწვრივ ბირთვული იარაღი უნდა განლაგდეს! ეს კი არ მოხდება!
დიდი ომი, ალბათ გამორიცხულია, მაგრამ დაპირისპირება ზღვარზე იქნება! ერთი მხარე წააგებს! წყალი არ გაუვა! მთავარია, არ მოხდეს უბედურება. საქართველო უბედურების ზონაშია!

p.s. სულ მჯეროდა, რომ პოლიტიკა გონიერ გადაწყვეტილებაში გადაიზრდებოდა!... სულ ახლახან ბოლო იმედი ამოიწურა!“, - წერს დემურ გიორხელიძე.