მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია - გოგა გულორდავა

 განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავამ განაცხადა.

გულორდავამ თავის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გია ხარჩილავას წარმატებები უსურვა:

„ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.
წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს“, - აღნიშნავს გულორდავა.

ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.