ბიზნესი

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
1638356967
დაკოპირებულია

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი  5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში,  ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და  დაჯილდოება  11 დეკემბერს,  კინოთეატრ ამირანში შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის  ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.

დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების  საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც  გადაეცემათ ფესტივალის პრიზი- ოქროს  პრომეთე.

საერთაშორისო ჟიურის წევრები - იაელ ფოჟიე  ( ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და  მეცნიერი)  არიან. ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს და  გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

წელს კინოფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ ფილმებზე კეთდება.  ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:

  • 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • 9 დოკუმენტური ფილმი
  • 18 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული  ფილმი

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული  და მსოფლიო კინოს, 60 - მდე საუკეთესო ნამუშევარს შემდეგ სექციებში:

  • ევროპული კინოს ფორუმი
  • ჰორიზონტები
  • ამერიკები
  • „დამზადებულია გერმანიაში“
  • ამბოხი კინოში
  • სპეციალური ჩვენებები
  • აპოლო: კინომეხსიერება
  • ანიეს ვარდას რეტროსპექტივა
  • მასტერკლასები

ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). ამ კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული, სახელგანთქმული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს,  სექციაში „ევროპულ ფორუმი“ ასევე ნაჩვენები იქნება  ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე.

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ ამირანში და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. არქივში ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტრო,  ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო.

თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორები არიან - თიბისი კონცეპტი, სასტუმრო ROOMS, VISMINO და BORJOMI.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.
1642523788
„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
1642523197
ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა

მორალისგან და სინდისისგან როგორი დაცლილი უნდა იყო, თან იურისტი, გაუბედ...

„არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვიკეთებს უსინდისო ადამიანთა ჯგუფი“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
„ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებებს“ - კარლ ჰარც...
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატიური ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შეფასებებს ელოდება. 
ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს და რ...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან  კიფუს და  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.
„ეს შეიძლება იყოს აგრესიის დასაწყისი“ - სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.