მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2470 ინფიცირება, 2243 გამოჯანმრთელება, 46 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1632206161
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2470 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 2243 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 598 396-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 565 773 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8621 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე 👇

🔴 206 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელებული - პანდემიის გლობალური სტატისტიკა

🔴 „დაბნეულობის მიზეზი საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენია“ - აკაკი ზოიძე ვაქცინაციაზე

🔴 „სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე ბუსტერ დოზის გაკეთებას განვიხილავთ“ - თამარ გაბუნია