COVID-19

5 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია

კორონავირუსი აშშ-ში
1617882642
დაკოპირებულია

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მძვინვარებს. ინდოეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ასი ათასს აჭარბებს, ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს რიცხვი ათეულობით ათასია. 

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გაგაცნობთ უკანასკნელი მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში და საერთო ჯამში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 5-ეულში შემავალი ქვეყნების სტატისტიკას.

ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ბოლო 24 საათში ყველაზე მაღალია შემდეგ ქვეყნებში:

😷ინდოეთი - 126 315

😷 ბრაზილია - 90 973

😷 ამერიკა - 75 183

😷 თურქეთი - 54 740

😷 არგენტინა - 22 039

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 652 163 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირების საერთო მაჩვენებლით 5-ეულში შედიან შემდეგი ქვეყნები:

👉აშშ - 31 637 243

👉 ბრაზილია - 13 197 031

👉 ინდოეთი - 12 926 061

👉 საფრანგეთი - 4 841 308

👉 რუსეთი - 4 606 162

საერთო ჯამში მსოფლიოში დადასტურებულია 133 675 766 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 2 904 016 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.