მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ბჟანია, აფხაზეთი, ინაუგურაცია
1609074041
COVID-19

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას კოვიდინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბჟანიას ე.წ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ე.წ. პრესსამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი თავს ნორმალურად გრძნობს და დაავადება იოლ ფორმებში მიმდინარეობს.

„პრეზიდენტი“ მკურნალობის კურსს გადის, იზოლაციაში იმყოფება და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 8 459-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 6 726 პაციენტი, 108 კი გარდაცვლილია.

✔️ კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა