მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: დღევანდელი შემთხვევები სიტუაციის სტაბილიზაციის მიმანიშნებელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1599981995
COVID-19

„გუშინდელზე მეტი შემთხვევა არ არის, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა აქტიური კვლევის შედეგია.

„თუ ჩვენ დინამიკაში მატება არ გვექნება, შევინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს, როგორც დღეს იყო ნაკლები შემთხვევა გუშინდელთან შედარებით, გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები არის ეფექტური“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფექციას თავისი სახე ჯერჯერობით არ შეუცვლია.

„დაავადების გამოვლენის ფორმა გახლავთ - სიმპტომების გარეშე მიმდინარე, თავიდანვე დაწყებული მსუბუქი მიმდინარეობით, რომელიც დამთავრდება, როგორც მსუბუქი. დაავადება შეიძლება პირდაპირ მძიმედ დაიწყოს, სუნთქვის უკმარისობით, პნევმონიასთან ერთად ან მის გარეშე“,- განაცხადა მარინა ეგუგბაიამ.

თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია დაავადების პროგრესირება მოხდეს ნებისმიერი ფორმის დროს.

„ასიმპტომური იქნება თავიდან, მსუბუქი, თუ საშუალო სიმძმის, ყველამ შეიძლება განიცადოს პროგრესირება დაავადების პირველი 10 დღის განმავლობაში და თითოეული ფორმიდან მივიღოთ მძიმე ფორმა, თუ პროგრესირება გაგრძელდება კრიტიკულ ფორმამდეც კი“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, მაგრამ მათ შემთხვევაში ვირუსი ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს, ხშირად მას ასიმპტომური გამოვლინებაც აქვს.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2227 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1369 გამოჯანმრთელებულია, 19 გარდაცვლილი.