მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორში კორონავირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა, ქარელში 1

კორონავირუსი გორში
1600021108
COVID-19

გორში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა, ქარელში 1. სულ შიდა ქართლში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ PIA.GE -ს შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ცხრავე შემთხვევის წყარო ცნობილია, გორის 8 კოვიდინფიცირებული ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა, ერთი უკავშირდება აჭარას.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა.