მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიოში ვაქცინების ომია, საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა“ - სერგეენკო

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი
1618212059
COVID-19

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავით სერგეენკოს თქმით, ვაქცინების ომი მიმდინარეობს და საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა. 

სერგეენკოს თქმით, ჩინური ვაქცინა სინოფარმი არ არის ჩინეთის მიერ დაწუნებული და მასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა უწყებამ მის ეფექტურობასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა.

„ჩემი აზრით, ეს ვაქცინების ომია, იმიტომ რომ ასტრაზენეკაზეც ასე იყო. ძალიან დიდი ინტერესების გადაკვეთა მიდის, ჯანდაცვის საკითხს გასცდა ვაქცინების საკითხი და გახდა უფრო პოლიტიკური, ფინანსური და შეიძლება ნახევრადკრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ.

ჩინურ ვაქცინაზე ასე ვერ ვიტყოდი, რომ ჩინეთის მიერ არის დაწუნებული. ეს არის მათი ერთ-ერთი უწყების მიერ გამონათქვამი, რომ „კარგი იქნებოდა უფრო მეტი ეფექტურობა ჰქონდეს“. ჩვენი ინსტრუმენტი რჩება მობილობის შემცირება და ვაქცინაცია“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

საქართველომ ასევე მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-ს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.

ამავე თემაზე:

✔️ დიმიტრი ხუნდაძე „სინოფარმის“ შესახებ: საერთაშორისო აღიარების გარეშე, ის მოხმარებაში არ გავა

✔️ „ჩინური „სინოფარმით“ 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“ - ტიკარაძე

✔️ ამირან გამყრელიძე: ჩინეთი საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს