მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიდერლანდებში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში სამხედროებიც ჩაერთვნენ

კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვნენ ნიდერლანდებში
1638861143
COVID-19

ნიდერლანდების არმია ქვეყნის საავადმყოფოებს პაციენტების მიღების საკითხში ეხმარება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

„სამხედროები ცდილობენ დაეხმარონ საავადმყოფოებს, რომ არც ერთ მათგანს პაციენტების მიღებაზე უარის თქმა არ მოუწიოს“ - განაცხადა შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა მარტინ ვან დეიკმა. გარდა ამისა, შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალი ექიმებს ავადმყოფების მოვლაში ეხმარება.

2020 წლის ბოლო და 2021 წლის დასაწყისში ნიდერლანდების საჯარისო ნაწილები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე მონაწილეობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსისგან მოსახლეობის 75% არის ვაქცინირებული, ქვეყანაში ყოველდღე ინფიცირების ახალი შემთხვევები ფიქსირდება.

ამის გამო ქვეყნის მთავრობამ ნოემბრიდან ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოაცხადა. ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები 20.00-ზე უნდა დაიკეტოს, სხვა მაღაზიები კი - 18.00 სთ-ზე. დასაქმებულთა უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს.

ასევე ამოქმედდა ადამიანებს შორის 1,5 მეტრის სოციალური დისტანციის წესი.