მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ვიცით კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება?

აავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
1651420737
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი გავრცელდა, რომელიც „ომიკრონის“ ჰიბრიდული ვერსიაა და BA.1 და BA.2 შტამების კომბინაციისგან შედგება, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მიჩნეულია, რომ ახალი ვარიანტი კიდევ უფრო გადამდებია.

ჯანდაცვის ოფიციალური პირები თვალყურს ადევნებენ შტამს, სახელწოდებით XE, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, მაგრამ ახლა შემთხვევების სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

აპრილის დასაწყისისთვის, XE ვარიანტის 1 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აღრიცხეს.

რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორმა საიმონ კლარკმა, განაცხადა, რომ XE-ის შესახებ აზრის დაფიქსირებისთვის ჯერ ძალიან ადრეა.

„ამ რეკომბინანტული ვირუსის შესახებ ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ. დაავადების გამოწვევის უნარის თვალსაზრისით, მეცნიერები ვერაფერს იტყვიან, სანამ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა არ დაინფიცირდება“, - განაცხადა კლარკმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალი ვარიანტის შესახებ იცის, თუმცა თვლის, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის.