მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუმინეთის საპატრიარქო ითხოვს, რომ ტაძრებში კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება არ შემოიღონ

რუმინეთის პატრიარქი დანიელი
1638967786
COVID-19

რუმინეთის საპატრიარქო ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს, რომ ტაძრებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება არ შემოიღონ. 

რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ ღვთისმსახურება ადამიანის სულიერი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს. 

„2021 წლის 12 ნოემბერს რუმინეთის საპატრიარქომ სთხოვა დეპუტატთა პალატას, ევროკავშირის ციფრული კოვიდპასპორტის წარდგენის ვალდებულება სასულიერო პირებისთვის ან მორწმუნეებისთვის არ შემოიღონ. რუმინეთის საპატრიარქო იმავე მოთხოვნით მიმართავს კომპეტენტურ ორგანოებს შემდეგი მიზეზების გამო:

ეს კოვიდპასპორტი არ არის საჭირო სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, რადგან ისინი აკმაყოფილებენ მოქალაქეების აუცილებელ მოთხოვნილებებს, ასევე მორწმუნეთა ფიზიკური მონაწილეობა სატაძრო ღვთისმსახურებაში მათ სულიერად ასაზრდოებს და აჯანსაღებს. ეკლესიაში საზოგადო ლოცვისას მორწმუნეს ურთიერთობა აქვს უფალთან და თავის ახლობლებთან. ეკლესიაში ერთობლივი ლოცვით ხდება სასოწარკვეთილი ადამიანის წახალისება, რითაც იგი თავიდან აიცილებს სასოწარკვეთასა და დეპრესიას.

ეკლესიაში ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მოწყენილ და მარტოსულ ადამიანს ანიჭებს სოლიდარობის განცდას, რითაც მიტოვებულობისა და მარგინალიზაციის განცდას აფერხებს.

ამასთან, ვაკონკრეტებთ, რომ რუმინეთის საპატრიარქო რელიგიური ღონისძიებების ორგანიზებისას მუდმივად იღებს საჭირო ზომებს და სანიტარიულ ნორმებს იცავს“, - აღნიშნულია რუმინეთის საპატრიარქოს განცხადებაში.