მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში ყველა ზრდასრული ადამიანის ბუსტერ-აცრა იგეგმება

საფრანგეთში ვაქცინის მესამე დოზა
1637840511
COVID-19

საფრანგეთში 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის ვაქცინის მესამე, ბუსტერ აცრა იგეგმება. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც სააგენტოს საფრანგეთის პარლამენტში ორმა წყარომ აცნობა, იგეგმება ასევე პირბადეების ტარების წესის გამკაცრება და ადამიანის ჯანმრთელობის უფრო ხშირი და მკაცრი მონიტორინგი. ღონისძიებების მიზანია კორონავირუსის ახალი ტალღის თავიდან აცილება.

საფრანგეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (Haute Autorite de Sante) უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის პერიოდი ექვსიდან 5 თვემდე შემცირდა.

24 ნოემბერს ემანუელ მაკრონის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის მთავრობა სოციალური დისტანცირების გამკაცრებას და მესამე, ბუსტერ დოზის ვაქცინაციაზე ჩამოყალიბდა, ხოლო კოვიდ შეზღუდვების დაწესება, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში მოხდა, საფრანგეთში არ იგეგმება. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ამოქმედდება იქნება ის, რომ კომპანიებს შეძლებისდაგვარად დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია მიეცათ.

რაც შეეხება კაფეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში და მუზეუმებში შესვლის წესს, ეს მხოლოდ „მწვანე პასპორტითაა“ შესაძლებელი.