მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„CNN-მა“არავაქცინირებული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა

„სიენენი“ არავაქცინირებულ პირებს სამსახურიდან ათავისუფლებს
1628276520
COVID-19

ოფისში ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მისვლის გამო, ტელეკომპანია CNN-მა სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი, როდესაც ამერიკული კომპანიიდან დასაქმებულს ვაქცინაციის წესების დარღვევისთვის ათავისუფლებენ.

CNN-ის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აწარმოებს ადა თანამშრომლებისგან ვაქცინაციის გავლა მოითხოვა.

აშშ-ში კომპანიებს უფლება აქვთ, თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. მრავალმა მსხვილმა ორგანიზაციამ, მათ შორის „ფეისბუკმა“ და „გუგლმა“ განაცხადეს, რომ თანამშრომლებს აცრას მოსთხოვენ, როდესაც მათი ოფისები სრულად გაიხსნება. ვაქცინაცია სავალდებულო გახადა კომპანია „დისნეიმ“.

„ყველა, ვინც ახალ ამბებზე, სპორტის ამბებსა და სტუდიებში მუშაობს, აცრილი უნდა იყოს. ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვაცხადებდით. ამიტომაც, ამ საკითხზე დაბნეულობა არ უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.