მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით სახიფათოა დელტა შტამი“ - მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში  ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა.
1630355641
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა.

„წლამდე ასაკის ბავშვებში სასურველია, როდესაც კორონავირუსი ინფექცია გამოუვლინდება მათი საავადმყოფოში გადმოყვანა მოხდეს. ოჯახის ექიმებმა შეიძლება ვერ მართონ მათი სიტუაცია, რადგან ისინი ვერ ხედავენ მათ.

რეანიმაციაში უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშვები წვანან და საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა არიან მოზრდილებიც, რომლებსაც აქვთ სხვა თანხმლები დაავადებები, ზოგს ონკოლოგიური, ზოგს ტრავმა აქვს და არიან ქირურგიული პაციენტები, კორონავირუსული ინფექციით დაავადებული

წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით სახიფათოა დელტა შტამი. წინა პანდემიის დროს, არცერთ ბავშვს არ დასჭირვებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ახალშობილებში ყველა ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს, რადგან მათი იმუნური სისტემა არ არის ჩამოყალიბებული, ასევე, ახალშობილები ყველა დაავადების მიმართ მგრძნობიარეები არიან. მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად მკურნალობენ, მათი უმეტესობა ვაქცინირებული არ არის.

25 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციაში მკურნალობს, უმეტესობა 80%, წლამდე ასაკის ბავშვები არიან“ - აცხადებს მაია ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“