COVID-19

„ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1611217982
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი.

როგორც გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით იმუნიზაციის პროგრამის გაიდლაინი გვერდითი რეაქციების აღრიცხვის ანგარიშგებისთვის მომზადდა გასულ წელს.

„ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგი. ნებისმიერ ვაქცინას და ფარმაცევტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები. მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად.

ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გაიდლაინი გვერდითი რეაქციების აღრიცხვის ანგარიშგებისთვის მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

ახლა გადაიხედა ეს გაიდლაინი და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახიათებელი სპეციფიკური რამდენიმე, მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება სახელმძღვანელო, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი ექიმები გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება გლობალურადაც გვაქვს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა“ - ეკატერინე ტიკარაძე

✔️ ეპიდვითარება საქართველოში