COVID-19

ზაზა წერეთელი: შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით?

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1620051054
დაკოპირებულია

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ თუ კოვიდ პასპორტები იქნება ზაფხულისთვის, ჯერჯერობით გარკვეული არ არის ჩინური ვაქცინით აცრილი ადამიანებს შეუშვებენ თუ არა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„ამ კვირის ბოლოსთვის როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მისცემენ თუ არა 2 ჩინურ ვაქცინას „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“ გადაუდებელი დახმარებისათვის გამოყენების უფლებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ალბათ მისცემენ, იმის გამო, რომ მსოფლიოში შექმნილია მძიმე სიტუაცია ვაქცინების რაოდენობასთან დაკავშირებით“- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, ზოგადად ევროპაში მსჯელობენ კოვიდპასპორტების შემოღებაზე განსაკუთრებით ზაფხულში, რომ მოგზაურობა აღდგეს.

„ზუსტად 1 საათის წინ ევროკავშირში ჩატარდა სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით... ევროკავშირს უნდა გახსნას საზღვრები არაწევრი ქვეყნებისათვის. ხვალ იქნება განხილვა უკვე მინისტრების დონეზე, ოთხშაბათს, ალბათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპისთვის, რაც დღეს წარადგინა ევროკავშირმა, მათ უნდათ, რომ დაუშვან იმ მოქალაქეების მოგზაურობა არაევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც აცრილი არიან ამ მომენტისთვის მხოლოდ ევროკავშირის მიერ ნებადართული ვაქცინებით, თუმცა აქვე მათ დასძინეს, რომ ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიც შევიტანოთ თუ არა ამ სიაშიო.

ამ მომენტისთვის, მათ ხაზი გაუსვეს, რომ იმ ვაქცინებზეა საუბარი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული“ - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შესახებ მსჯელობს, მისივე თქმით, ამ კვირის ბოლოს ჯგუფი კიდევ ერთ ვაქცინას, „სინოვაკს“ შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ „სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.

„სინოვაკის“ 100 000 დოზა კი უკვე ქვეყანაშია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ავტორიზაციის საკითხს ჯანმო მომდევნო კვირის ბოლოს გადაწყვეტს

✅„სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოშია