ეკონომიკა

ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

ვალუტა, ლარის კურსი
1643029759
დაკოპირებულია

24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4808 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4908 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.00 თეთრი შეადგინა.
  
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2287 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 4.1515 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 იანვრიდან  შევა ძალაში.