მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანძარი ესპანეთში, საპროტესტო აქციები კენიაში და მსხლის ყვავილობა ჩინეთში - 28 მარტის დღის ფოტოები

28 მარტი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 28 მარტს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ჩინეთის მოდის კვირეულის დროს.
პეკინი, ჩინეთი 📸 Andy Wong

ერბეთის სასახლეში საპატიო დაცვის წევრები ამზადებენ წითელ ხალიჩას საბერძნეთის პრეზიდენტის, კატერინა საკელაროპულუს ვიზიტისთვის.
ბელგრადი, სერბეთი 📸 Darko Vojinović

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
კასტელიონი, ესპანეთი 📸 EPA

ქალი დაბომბვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან ნივთებს აგროვებს. 
დონეცკი, უკრაინა 📸 Alexander Ermochenko

კაცი მდინარე ციტარუმში პლასტმასს აგროვებს. 
ბანდუნგი, ინდონეზია 📸 Timur Matahari

კენიის ოპოზიციის ლიდერის, რაილა ოდინგას მხარდამჭერს პოლიციელებთან შეტაკების დროს ხელში ქვა უჭირავს. 
ნაირობი, კენია 📸 Luis Tato

შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტურჯენი თავის ოფიციალურ გადადგომის წერილს ხელს აწერს.
ედინბურგი, შოტლანდია 📸 Jane Barlow

სტუდენტები სხედან თავიანთი მოლბერტის წინ და ხატავენ რაფსის მინდვრებს აღმოსავლეთ ჯიანგსუს პროვინციაში.
ჰაიანი, ჩინეთი 📸 AFP

ცირკის დღის აღნიშვნა ბრაზილიაში.
სან პაულო, ბრაზილია 📸 Cris Faga

აყვავებული მსხლის სანახავად ხალხი ხიდზე იკრიბება.
სუქიანი, ჩინეთი 📸 AFP

ისრაელის მოსახლეობა სასამართლო რეფორმას აპროტესტებს.
იერუსალიმი, ისრაელი 📸 Amir Levy