გამოკითხვა
1660724396
დაკოპირებულია

კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა, რათა საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიან ელჩად იმსახუროს.

ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში ელჩი დეგნანი მსახურობდა აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ ჯონ კერის სახელმწიფო მდივნობისას. ასევე, მსახურობდა სახელმწიფო მდივან ოლბრაიტისა და მდივნის პოლიტიკურ საქმეთა სამი მოადგილის: მარკ ფროსმანის, უილიამ ბერნსისა და ნიკოლას ბერნსის სპეციალურ თანაშემწედ.

კელი დეგნანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ელჩია, რომელიც ჩართულია როგორც პოლიტიკურ, ასევე, საზოგადოებრივ პროცესებში. ბოლო დროს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ის საქართველოში კრიტიკის ობიექტი გახდა. საინტერესოა, როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას საქართველოში?