მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია“ - ანტონიო გუტერეში

 ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად

ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, როდის მიიღებს საკვებს, ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ავღანეთი ახალ ფაზაში შედის, მინდა, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ამ ქვეყანაში გაღრმავებული ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის, აგრეთვე, ძირითადი სერვისების სრული ჩამოშლის საფრთხის გამო.

ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, როდის მიიღებს საკვებს. ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ წვდომას ძირითად საქონელსა და მომსახურებაზე. ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია.

ახლა, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებს და მამაკაცებს სჭირდებათ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა“, - განაცხადა გუტერეშმა.