მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაიდენს ვუთხარი, თუ ირანს ვერ შევაკავებთ, სამხედრო ვარიანტი უნდა გამოვიყენოთ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ჯო ბაიდენი, ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო „თბილი, შესანიშნავი შეხვედრა“ და ხაზი გაუსვა მათ ღრმა მეგობრობას და ამერიკის პრეზიდენტის „ნამდვილად ურყევ“ ერთგულებას ისრაელის მიმართ.

მან, ასევე, განაცხადა, „ჩვენ 40 წელია ვმეგობრობთ, მაგრამ მომდევნო 40 წლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ირანის საფრთხეს. სანქციები და თავდაცვითი სამხედრო მზადება საკმარისი არ არის. უნდა არსებობდეს სანდო შეტევითი სამხედრო ვარიანტი. მას {ბაიდენს} ვუთხარი, რომ ბირთვული შეთანხმება ცუდია. მან იცის, ჩემი პოზიცია... ვუთხარი, რომ სანდო სამხედრო ვარიანტის გარეშე, ირანს ვერ შევაჩერებთ.

თუ ირანი არ იქნა შეკავებული, სამხედრო ვარიანტი უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ჩემი პოზიცია, ეს არის ჩემი ვალდებულება და დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკის პოზიციაც ეს არის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.