მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბახმუტის მიმართულება უკრაინაში საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - ანა მალიარი

თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულება უკრაინაში საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.

ანა მალიარმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა ბახმუტში წარმატებებს მიაღწიეს.

„ვაგნერის“ დაჯგუფება მეტწილად გაყვანილია და ისინი ზოგიერთ ადგილას რჩებიან, ხოლო საბრძოლო მოქმედებების დიდ ნაწილს ახლა რუსეთის არმიის რეგულარული ქვედანაყოფები ატარებენ, მათ შორის სადესანტო დანაყოფები“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.