მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსის პარლამენტში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების კანონპროექტი არ შესულა - მინსკი

ბელარუსის პარლამენტს აფხაზეთი არ უღიარებია

ბელარუსის პარლამენტში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების კანონპროექტი არ შესულა. ამის შესახებ ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში განაცხადეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაში სოც. ქსელებში გავრცელებულ ამ ინფორმაციას „ფეიკი და სისულელე“ უწოდეს. ეს ცნობა ტელეგრამ არხზე აფხაზეთის „კონსულმა“ დონის როსტოვში ადიკ არშბამ გაავრცელა.

2021 წლის აგვისტოში ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ახსნა, თუ რატომ არ აღიარა ბელარუსმა რუსეთის მსგავსად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მისი თქმით, დასავლეთი მინსკს ამ შემთხვევაში დამატებითი სანქციებით ემუქრებოდა. მოსკოვმა კი ამ სანქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. ბელარუსის ლიდერმა ასევე საქართველოსგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოწყვეტას „ცუდი ფაქტი“ უწოდა.