მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

მთიანი ყარაბაღი

მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს სატელეფონო საუბრის დროს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ მასის მაილიანმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„სამხრეთ ოსეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და სამშვიდობო პროცესის განახლების მომხრეა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“ - განაცხადა მედოევმა.

მაილიანმა მედოევს ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.