მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას აპროტესტებს

ცხინვალი კვადროკოპტერებს აპროტესტებს

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის „უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებს. ამის შესახებ ის ფეისბუკის გვერდზე წერს.

„18 მაისს და 3 ივნისს სოფელ იუსტას მახლობლად ორი კვადროკოპტერის ფრენის ფაქტი დაფიქსირდა. უპილოტო აპარატებმა სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და რესპუბლიკის ტერიტორიაზე 150 მეტრით შეფრინდნენ“, - წერია განცხადებაში.

ე.წ. კომიტეტის ინფორმაციით, ამ ტიპის საჰაერო აპარატებს ქართული მხარე სადაზვერვო მიზნებისთვის იყენებს. მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურს მოიერიშე დრონებიც გააჩნია, რომლებსაც შესაბამისი შეიარაღება აქვთ, რაც „ძალზე სახიფათო ფაქტორს წარმოადგენს“.

ე.წ. უშიშროების სამსახური ვითარების განმუხტვის ერთ-ერთ საშუალებად „საზღვრის დელიმიტაციას და დემარკაციას“ და „საზღვარზე“ შესაბამისი რეჟიმის დაწესებას ასახელებს.