მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ხელყუმბარა აღმოაჩინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა F-1-ის ტიპის ხელყუმბარა და ტროტილის შაში ТП-200 აღმოაჩინეს“ - განაცხადეს ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში.

საშიში ნივთები ძაუს რაიონის ე.წ. შს სამმართველოს წარმომადგენლებს გადაეცათ, რათა მათი განადგურება მოხდეს.