კონფლიქტები

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სტალინის ძეგლის დადგმას აპირებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სტალინის ძეგლს დადგამენ
1602582558
დაკოპირებულია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის (ჯუღაშვილის) ძეგლის დადგმას გეგმავენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

ძეგლის დადგმა სოფელ ცერბისში იგეგმება. სოფლის ეს ადგილი სტალინის მოედნის სახელს შეიძენს. ძეგლის სიმაღლე 3 მეტრი იქნება. პროექტს რუსეთის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი აფინანსებს, რომელიც წარმოშობით ამ სოფლიდანაა.

სტალინის ძეგლი ვლადიკავკაზში უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში მას სოფელ ცერბისში გადაიტანენ.