მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბებუას ტყვია-წამლის უკანონო შენახვაში ბრალი წაუყენეს

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი

ირაკლი ბებუას, რომელმაც 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო დროშა“ დაწვა, ბრალი წაუყენეს ტყვია-წამლის უკანონო შენახვაში.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ხელყუმბარა РГ-42, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენს“.

ახლა ბებუას ბრალს უყენებენ "აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოს განადგურებაში დამამძიმებელ გარემოებებში და ტყვია-წანლის უკანონო შენახვაში".

ირაკლი ბებუამ „აფხაზეთის დროშა“ 30 სექტემბერს გალის რაიონში დაწვა. ამ დღეს სოხუმში „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდნენ. იმავე დღეს ის დააკავეს. ქართული მხარე ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.