მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნატოს რუსეთთან მიახლოება მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს ქმნის“ - მედვედევი

რუსეთის ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინა „თავისი ცოდვების გამო“, მალე შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან გაქრეს.  

მისივე თქმით, ნატო რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, რაც კაცობრიობას მსოფლიო ომის საფრთხეს უქმნის. 

„2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მოექცა კოლექტიური დასავლეთის უშუალო კონტროლის ქვეშ. იმ ყველაფრის შედეგად, რაც ხდება, უკრაინამ შესაძლოა, დაკარგოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნარჩენები და მსოფლიო რუკიდან გაქრეს,

უკრაინელი დამნაშავეები აუცილებლად გაასამართლებენ უკრაინისა და რუსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის.

ბევრი თაღლითი პოლიტიკოსი მანიპულირებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხზე მის ყოფილ საზღვრებში. გარდა ამისა, ნატო აგრძელებს მიახლოებას რუსეთის საზღვრებთან, რაც ქმნის მსოფლიო ომის და კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიკვდილის რეალურ საფრთხეს“, - განაცხადა მედვედევმა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

📌 „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურული არ არის“ - პესკოვი

📌 „ბევრი ჭორი დადის პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ის სრულად ჯანმრთელია“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი