მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულმა აფხაზეთმა მანაგუაში „საელჩო“ გახსნა

ბჟანიამ მანაგუაში „საელჩო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში ე.წ. საელჩო გაიხსნა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„აფხაზეთსა და ნიკარაგუას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გამო ნიკარაგუას ქალაქ მანაგუაში გაიხსნას საელჩო“, -  წერია ასლან ბჟანაის განკარგულებაში. 

ცნობისთვის, ნიკარაგუაში 7 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა დანიელ ორტეგამ გაიმარჯვა. სწორედ მან აღიარა 2008 წელს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

არჩევნებს წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე ტოტალური შეტევა, რომლის ლიდერთა ნაწილი ციხეში ჩასვეს, ნაწილი კი ქვეყნიდან წავიდა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ადმინისტრაციამ ნიკარაგუას მთავრობის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ასევე ვაშინგტონმა ნიკარაგუას წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა.