მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრონტზე წარუმატებლობამ ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყების შესაძლებლობაში რუსეთის რწმენა შეასუსტა - ISW

რუსი ჯარისკაცები

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმების გაძლიერებისთვის ემზადება, თუმცა მას არ გააჩნია რესურსი, რომელიც ასეთი მასშტაბური შეტევითი ოპერაციის დასაწყებადაა საჭირო, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. 

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსი პროპაგანდისტი ბლოგერები დემორალიზებულად გამოიყურებიან კრემლის დიდი შეტევის პერსპექტივით. ისინი პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არარეალური მოლოდინების შექმნაში ადანაშაულებენ.

„ინფორმაციამ დონეცკის ოლქში ვუჰლედარის გარშემო ოკუპანტების ტაქტიკური წარუმატებლობის შესახებ კიდევ უფრო შეასუსტა რუსების რწმენა, რომ მათ ჯარებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევითი ოპერაციის დაწყება“, - აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში.