მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინის თვალსაზრისით, ის უკვე ომშია ევროპასთან, ევროკავშირის ბევრ ლიდერს ეს ესმის“ - მიხაილო პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი უკვე აწარმოებს ომს ევროპის წინააღმდეგ. ამიტომ, ევროპელი ლიდერები „სახიფათო ილუზიებს უნდა დაემშვიდობონ“.

„გაზის შანტაჟი, ფასების აწევა, ხელოვნური მიგრაციული კრიზისი, კიბერშეტევები, პროპაგანდა... თითოეული ეს ელემენტი უფრო დიდი სურათის ნაწილია: პუტინის თვალსაზრისით, ის უკვე ომშია ევროპასთან. ევროკავშირის ბევრ ლიდერს ეს ესმის. სხვები სწრაფად უნდა დაემშვიდობონ საშიშ ილუზიებს“, - წერს ტვიტერზე პოდოლიაკი.