მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ამზადებს ტერაქტებს ბელორუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე - უკრაინის დაზვერვა

ბელორუსის ატომური ელექტროსადგური

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსული სპეცსამსახურები პროვოკაციებს გეგმავენ ბელორუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, კერძოდ, ბელორუსის ატომურ ელექტროსადგურზე.

„ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ბელორუსის ტერიტორიაზე დაგეგმილია არაერთი ტერორისტული თავდასხმა - ხელოვნურად პროვოცირებული ტექნოგენური კატასტროფები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ბელორუსის ატომური ელექტროსადგური ოსტროვეცი. „პროექტის“ შემუშავებასა და განხორციელებაში რუსული სპეცსამსახურები არიან დაკავებულნი. ამავე დროს, ბელორუსულ„კაგებეს“ ახლახან აცნობეს“, - წერს უკრაინის დაზვერვა.

დაზვერვის თანახმად, რუსეთი ტრადიციულად გეგმავს „ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა“ ნატოს ქვეყნებსა და უკრაინის მოქალაქეებს დააკისროს, რომლებიც, სავარაუდოდ, ბელორუსის სამხედრო ფორმაში იქნებიან ჩაცმულნი.

აღნიშნულია, რომ ბელორუსის „კაგებე“, შსს და სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფები უკვე მაღალ მზადყოფნაში არიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აღნიშნავს, რომ ამ გზით რუსეთს სურს, დააჩქაროს ბელორუსის არმიის ჩართვა უკრაინის ომში ოკუპანტების მხარეზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველა, ვინც კი არის პარტიაში, ჩემი ხელშეწყობით კვლავ დარჩება პარტიაში“ - ნიკა მელია

👉 „ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ნაციონალისტური ბანდა და ყველა მათი მხარდამჭერი, მსოფლიო საზოგადოების მტრები და ტერორისტები არიან“ - რამზან კადიროვი

👉 „კიევი არის რუსული ქალაქი რუსეთის იმპერიაში“ - დიმიტრი მედვედევი

👉 ლუგანსკის მიმართულებით ინიციატივა ხელში ჩაიგდო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა - სერგეი ჩერევატი

👉 „ის ექვემდებარება, როგორც წამების, ასევე არაადამიანური მოპყრობის კრიტერიუმებს“ - ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილზე