მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეერთებული შტატების ახალი დახმარება მალე უკრაინაში იქნება“ - ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინიტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ახალი დახმარება მალე უკრაინაში იქნება.

„არაჩვეულებრივი დიალოგი მქონდა ლოიდ ოსტინთან. განვიხილეთ უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, ახალი საჭიროებები ბრძოლის ველზე და უკრაინის არმიის შესაძლებლობების გაძლიერების გზები. შეერთებული შტატების მეტი დახმარება მალე იქნება“, - წერს რეზნიკოვი.

თავის მხრივ, ოსტინმა დაწერა, რომ რეზნიკოვთან განიხილა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინაში და დაგეგმა შემდეგი შეხვედრა რამშტაინის ფორმატში.

 

გარდა ამისა, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინელმა სამხედროებმა არც ერთი HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა არ დაკარგეს და რუსეთის განცხადებები სისტემების სავარაუდო განადგურების შესახებ ყალბია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ევროკავშირი მხოლოდ სახელით არის დემოკრატიული, გერმანია და საფრანგეთი ფლობენ რეალურ ძალაუფლებას - მატეუშ მორავეცკი

👉 ჩეჩნეთის მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან, რომ კადიროვი მუსლიმებს ორი ქრისტიანი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების „უცხო“ ომში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის, ეს ღალატად აღიქმება - უკრაინის დაზვერვა

👉 რუსული არმია მოხალისეებს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 4 000 დოლარს ჰპირდება - ISW

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი