მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალის მიტოვებულ შენობაში ტანკის ჭურვი აღმოაჩინეს

ტანკის ჭურვი ცხინვალში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ტანკის 120 მმ-იანი ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

შენობაში ადრე იარაღის საწყობი იყო. შემდეგ ის ხანძრის შედეგად განადგურდა, მაგრამ ჭურვი ნანგრევების ქვეშ გადარჩა.

ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ, მათ ჭურვი უსაფრთხო ადგილას წაიღეს და გაანადგურეს.