მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა არ გამოიყენებს F-16 გამანადგურებლებს ზაფხულის კონტრშეტევაში - რეზნიკოვი

თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინა არ გამოიყენებს F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში ამ ზაფხულს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის რიგმა ქვეყანამ უნდა მოამზადოს უკრაინელი მფრინავები F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ პილოტების მომზადებას გარკვეული დრო დასჭირდება. უკრაინას, ასევე, მოუწევს მოლაპარაკება პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს საინჟინრო და ტექნიკური პერსონალი, რომელიც შეძლებს კომპლექსური თვითმფრინავების შენარჩუნებას და შეკეთებას.

მისი თქმით, უკრაინა მზად იქნება F-16-ის გამოყენებისთვის შემოდგომაზე ან ზამთარში.