მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა რუსების 3 სამეთაურო პუნქტს და მტრის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს შეუტიეს - გენშტაბი

ტანკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფებმა მტრის 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს და აგრეთვე შეტევა მიიტანეს რუსი ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილზე, 1 საარტილერიო ქვედანაყოფზე, საბრძოლო მასალის საცავზე, საწვავი და საპოხი მასალების საცავსა და ოკუპანტების ორ სხვა მნიშვნელოვან ობიექტზე. 

„27 მარტის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა 9 საავიაციო შეტევა მიიტანეს მტრის ჯარების კონცენტრაციის ზონაზე და ერთი ავიადარტყმა განახორციელეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიმართულებით. ამას გარდა, უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის ხუთი სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება მტრის საერთო დანაკარგებს, გენშტაბის ცნობით, მონაცემები ასეთია: 

✔️პირადი შემადგენლობა - დაახლოებით 17 1730

✔️ტანკები - 3 602

✔️საბრძოლო ჯავშანტექნიკა - 6 966

✔️საარტილერიო სისტემები - 2 653

✔️მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები - 525

✔️საზენიტო საბრძოლო სისტემები - 277

✔️თვითმფრინავები - 305

✔️ვერტმფრენები - 291

✔️უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე - 2 235

✔️ფრთოსანი და საკრუიზო რაკეტები - 911

✔️საბრძოლო გემები/კატარღები - 18

✔️საავტომობილო აღჭურვილობა და საწვავის ავზები - 5 502

✔️ სპეციალური აღჭურვილობა - 28 287