მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინულმა არმიამ მტერი ხარკოვის მისადგომებიდან ფაქტობრივად განდევნა“ - ვადიმ დენისენკო

ვადიმ დენისენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ისაუბრა, სად არის ყველაზე მეტად დაძაბული ვითარება. მისი თქმით, მარიუპოლი და „აზოვსტალის“ ქარხანა არის ცხელი წერტილი. ასევე, მძიმე ვითარებაა ლუგანსკში, რუბეჟნოესა და სევერედონეცკში.

„ყველაზე ცხელი წერტილი ქალაქი მარიუპოლია, კონკრეტულად კი „აზოვსტალის“ ტერიტორია. ასევე, მძიმე ვითარებაა ლუგანსკში, სადაც მტერი ცეცხლს არ წყვეტს და ინტენსიურად ბომბავს დასახლებულ პუნქტებს. მძიმე ვითარებაა რუბეჟნოესა და სევეროდონეცკში. იგივე შეიძლება ითქვას იზიუმზე, თუმცა უკრაინულმა არმიამ მტერი ხარკოვის მისადგომებიდან ფაქტობრივად განდევნდა. დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ მტერი თავის რაზმებს ხარკოვიდან დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით აგზავნის. ცდილობენ, რომ კონცენტრაცია აღმოსავლეთ ნაწილზე მოახდინონ და რაიმე მიზერულ წარმატებას მიაღწიონ. ყველას კარგად გვესმის, რომ მარიუპოლის აღება პირადად პუტინის ბრძანებაა, აქედან გამომდინარე, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული როგორ გადაწყდება ეს პრობლემა“, - განაცხადა დენისენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი განადგურდა - მედია

✔️ „აზოვსტალში“ ქართველი მებრძოლი დაიღუპა

✔️ დასავლეთი ცდილობს, შემოიტანოს თეზისი, რომ რუსეთი მსოფლიოს „ბირთვული კონფლიქტით“ აშინებს - დიმიტრი მედვედევი

✔️ 26 650 სამხედრო, 1 195 ტანკი, 199 თვითმფრინავი - ბოლო ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

✔️ „დღის განმავლობაში რუსებმა ლუგანსკი 26-ჯერ დაბომბეს“ - სერგეი გაიდაი