უცხოეთი

16 დაღუპული, 18 დაკარგული და 6000-ზე მეტი დაზარალებული ადამიანი - ჩინეთში ერთდროულად წყალდიდობასა და უკიდურესად მაღალ ტემპერატურას ებრძვიან

წყალდიდობა ჩინეთში
1660813176
დაკოპირებულია

სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა 18 დაიკარგა დასავლეთ ჩინეთში წყალდიდობისა და მის მიერ გამოწვეული მეწყერის გამო. „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა დასახლებული პუნქტები. 

მაშველებმა, რომლებმაც 36 ადამიანის დაკარგვის შესახებ თავიდანვე განაცხადეს, დღის დასაწყისში თქვეს, რომ დაკარგულებიდან ნაპოვნია 18 ადამიანი. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულია 6000-ზე მეტი ადამიანი ცინგჰაის პროვინციის ექვს სოფელში.

„ჩინეთში მიმდინარე ზაფხულის პერიოდში ქვეყნის ერთ ნაწილში ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა, ხოლო მეორე ნაწილში უკიდურესად მაღალ ტემპერატურასა და და გვალვას ებრძვიან. სიჩუანსა და სხვა პროვინციებში ნათესები ჭკნება და ქარხნებიც  დაიხურა. მაღალი ტემპერატურის ფონზე ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა“, - წერს გამოცემა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის რუსეთთან ეკონომიკურად დაახლოების შემთხვევაში, დასავლურ კომპანიებს თურქეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდოს

🔴 მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

🔴  ერდოღანი ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში გაემგზავრა - თურქული მედია

🔴  დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ცნობილი სასულიერო პირი - აფეთქება ქაბულის მეჩეთში