მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

23 წლის ქალი ავსტრალიაში საკრუიზო ლაინერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა

ლაინერიდან ქალი გადავარდა

ავსტრალიის ოკეანეში 23 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.  Associated Press-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საკრუიზო ლაინერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა.

Pacific Explorer-ის ეკიპაჟის წევრებმა განაცხადეს, რომ მგზავრი დაიკარგა დაახლოებით შუაღამისას, როდესაც გემი სამხრეთ ავსტრალიის შტატს უახლოვდებოდა. 

ავსტრალიის საზღვაო უსაფრთხოების სამსახურმა გვიან ღამით სამაშველო თვითმფრინავი გაუშვა, რომელსაც გამთენიისას ორი ვერტმფრენი შეუერთდა. მაშველების თქმით, ქალის ცხედარი დაახლოებით 07:00 საათისთვის იპოვეს. 

საკრუიზო გემების კომპანია Carnival Australia-მ განაცხადა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა იყო. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა

✔️ დანილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთში გაჩენილი ხანძრების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება