მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალა პუგაჩოვა უკრაინის დასახმარებლად საკუთარი სახლის დათვალიერების მსურველებისთვის ექსკურსიის ბილეთებს ყიდის (ფოტოები)

რუსული ესტრადის დივა

რუსეთის პოპვარსკვლავი ალა პუგაჩოვა საკუთარი სახლის დათვალიერების მსურველებისთვის ექსკურსიის ბილეთებს ყიდის. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

„როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს მოაწყონ ნამდვილი მუზეუმი თავიანთ ციხესიმაგრეში. ინტერნეტში გამოჩნდა ბილეთის ფოტო, სადაც მითითებულია, რომ ტურის ღირებულებაა 10 200 (166 აშშ დოლარი) რუბლი. ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია“, - წერს tvcenter-ი. 

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ექსკურსიებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ელენა ზელენსკას საქველმოქმედო ფონდში.

რუსული მედიასაშუალება წერს, რომ ეს ქვეყნის პირდაპირი ღალატია. 

„ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს ბილეთები ყალბია ან ვიღაცამ სპეციალურად დაამზადა იმისთვის, რომ პუგაჩოვას და მისი ოჯახის წინააღმდეგ რუსი ხალხი აამხედროს“, - წერს გამოცემა. 

ამავე თემაზე: 

✔️ „წმინდა მიწაზე ვლოცულობ თქვენთვის და მშვიდობისთვის“ - ალა პუგაჩოვას პირველი განცხადება რუსეთის დატოვების შემდეგ

✔️ ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით - ალა პუგაჩოვა კრიტიკოსებს პასუხობს

✔️ რუსეთში ალა პუგაჩოვას სიმღერები აკრძალეს