მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიანსში გაწევრიანებამდე შვედეთი თანახმაა თავის ტერიტორიაზე ნატომ ჯარები განათავსოს

შვედეთი

შვედეთი მისცემს ნატოს უფლებას, განათავსოს ჯარები თავის ტერიტორიაზე მანამდეც კი, სანამ ის ოფიციალურად შეუერთდება თავდაცვის ალიანსს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს. 

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ნატოსა და ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნა მომავალი ერთობლივი ოპერაციებისთვის“, - განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა.

მათი თქმით, რუსეთი ახლო მომავალში საფრთხედ რჩება მეზობელი ქვეყნებისთვის და ისინი არ არიან დარწმუნებულები პრეზიდენტ პუტინის ტერიტორიული ამბიციების მასშტაბში.

შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც რუსეთის ფედერაცია მეზობელ უკრაინაში შეიჭრა. 

ფინეთი, რომელსაც გრძელი საზღვარი აქვს რუსეთთან, ნატოს აპრილში შეუერთდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთმა ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ივლისში ვილნიუსის სამიტამდე მოხდება. 

რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას?

თურქეთი ამტკიცებს, რომ შვედეთი თავშესაფარს აძლევს ოფიციალური ანკარას მიერ აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებს, რომელთაც 1984 წელს თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელში იარაღი აიღეს. PKK თურქეთში, შვედეთში, აშშ-სა და ევროპაში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება. თურქეთს სურს, რომ სტოკჰოლმმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს PKK-სა და სხვა დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.