მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი სომხეთს ემუქრება

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი საზღვრის დადგენის საკითხს გააჭიანურებს, ის ამას მწარედ ინანებს. ამის შესახებ news.ru იუწყება. 

ალიევის თქმით, ბაქო პასუხს გასცემს, თუ „რევანშისტები თავს წამოყოფენ“.

„სომხეთი ჯერჯერობით საზღვრის დემარკაციის საკითხში ძველ ტაქტიკას იყენებს და დროს წელავს. ის ამას ინანებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რევანშისტულ ძალებს, რომლებიც თავის წამოწევას ცდილობენ და ამის შესახებ უნდა იცოდნენ“, - განაცხადა ალიევმა.

პოლიტიკოსმა ასევე დაამატა, რომ 44 დღეში აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის არმია „მუხლებზე დააყენა“. ისინი იძულებულები იყვნენ, რომ თეთრი დროშა აღემართათ და ტერიტორია დაეტოვებინათ.

„ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ ყარაბაღი - აზერბაიჯანია,“ - განაცხადა ალიევმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღში და აღმოსავლეთ ზანგეზურში სამხედრო ნაწილებს გააძლიერებს. დაგეგმილია კომანდოსების რამდენიმე ნაწილის გახსნა, რომლებშიც ათასობით აზერბაიჯანელი იმსახურებს.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ბაქოს პასუხი არ მიიღო. მან, ასევე, განმარტა, რომ სომხეთი რეგიონში სიტუაციის სწრაფ ნორმალიზაციას მხარს უჭერს.