მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობიდან საზეიმოდ გააცილეს (ვიდეო)

მერკელი საზეიმოდ გააცილეს

ბერლინში საზეიმო ცერემონია გაიმართა ანგელა მერკელის პატივსაცემად, რომელმაც ქვეყნის კანცლერის თანამდებობა დატოვა. მერკელი კანცლერის პოსტს 16 წლის განმავლობაში იკავებდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ცერემონიის სახელწოდება „საღამოს დიდი აისი“ იყო. ის გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს. კორონავირუსის შეზღუდვების გამო ცერემონიაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 50 მერკელის მთავრობის წევრები იყვნენ.

მერკელი სიტყვით გამოვიდა და მის შემცვლელს, ოლაფ შოლცს, ასევე, მთავრობის სხვა წევრებს წარმატება უსურვა და „გულში სიხარულით“ მუშაობისკენ მოუწოდა.

ცერემონიის ყველაზე სანახაობრივი ნაწილი სამხედროების მარში იყო, რომლისთვის მუსიკა თავად ანგელა მერკელმა შეარჩია. სამხედროებმა ორი თანამედროვე კომპოზიცია და ქრისტიანული ჰიმნი „უფალო შენ გადიდებთ“ შეასრულეს.