მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ - კაპიტოლოუმზე თავდასხმა (ფოტოამბები)

კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრდნენ

6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა. 

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

შენობაში არსებული საფრთხის გამო, სენატორები და ჟურნალისტები მიწისქვეშა გვირაბებით გადაადგილდებოდნენ.

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მომხრეებისა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიჭრა.

ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის საკითხს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და კაპიტოლიუმში შეჭრილებს მცირე რაოდენობის ექსტრემისტები უწოდა, რომლებიც უკანონოდ მოქმედებენ.