მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის კიდევ 6 შტატში „ომიკრონი“ აღმოაჩინეს

ომიკრონი აშშ-ის 6 შტატში

შეერთებული შტატების კიდევ 6 შტატში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ნიუ-ჯერსიში, მერილენდში, მისურიში, ნებრასკაში, პენსილვანიასა და იუტაში ომიკრონით ინფიცირება აღმოაჩინეს.

მეცნიერები ახალი შტამის შესწავლას განაგრძობენ. წინასწარი კვლევის მიხედვით, ის ძალზე გადამდებია, მაგრამ დაავადების უფროს სუსტ ფორმას იწვევს, ვიდრე დელტა შტამი. როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი როშელ ვალენსკი აცხადებს, დელტა შტამი აშშ-ში ჯერ კიდევ ყველაზე გავრცელებული ვარიანტია.

როგორც მერილენდის შტატის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა განაცხადა, შტატში „ომიკრონის“ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ არც ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზებული არ ყოფილა.

საერთო ჯაში ომიკრონი მსოფლიოს 40 ქვეყანაში დაფიქსირდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტიანი არის ვაქცინაცია, ამის გამო ომიკრონი სწორედ იმ ადგილებში გავრცელდა, სადაც ვაქცინაციის შედარებით დაბალი დონეა, კერძოდ აფრიკის ქვეყნებში.