მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი იგებს

არჩევნები ამერიკაში - ტრამპი თუ ბაიდენი?

აშშ-ის 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იგებს. ამ დროისთვის დათვლილი ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს, მაგრამ ტრამპი, დიდი ალბათობით, ჯორჯიის, მიჩიგანის, ჩრდილოეთ კაროლინას, პენცილვანიის, ტეხასის და ვისკონსინის შტატებში მოიგებს, რაც მისთვის საკმარისი იქნება.

არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 538 წარმომადგენლის ხმიდან 270-ის მიღება სჭირდება.

არჩევნებამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობდა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.